საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს მესამედ ჩატარებული „პისიარ“ ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მან კლინიკა უკვე დატოვა
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს მესამედ ჩატარებული „პისიარ“ ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მან კლინიკა უკვე დატოვა

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს, რომელიც შეთავსებით ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბოჭორიშვილის კლინიკაში განუცხადეს, მესამედ ჩატარებული „პისიარ“ ტესტირების შედეგად მედიკოსს „კოვიდ 19“ არ დაუდგინდა.

მედიკოსი ამ დრომდე კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, იზოლაციაში იმყოფებოდა.

მან ბოჭორიშვილის კლინიკა უკვე დატოვა.