ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის ინფორმაციით, ვიზუალური კვლევის შედეგებით, გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება
ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის ინფორმაციით, ვიზუალური კვლევის შედეგებით, გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის ინფორმაციით, ვიზუალური კვლევის შედეგებით, გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

მისი თქმით, საუბარია როგორც თავის, ისე სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში არსებულ დაზიანებებზე.

„გიდასტურებთ, რომ ჩვენი ცენტრის გამოცდილი ექსპერტის, კახაბერ ერისთავის მონაწილეობით, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად მოხდა გვამის კომპლექსური გამოკვლევა. გვამის გამოკვლევასთან დაკავშირებით პირველი მონაცემებით, იგულისხმება ვიზუალური კვლევის შედეგები, ცალსახად დგინდება, რომ სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. კერძოდ, ბლაგვი ტრავმის სახით როგორც თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში.

აღებული იქნა სრული მოცულობით ყველანაირი ბიოლოგიური მასალა, ლაბორატორიული, რათა დადგინდეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის – გარდაცვლილი ცოცხალი მოხვდა თუ არა წყალში. ანუ, ადგილი ჰქონდა ასფიქსიურ სიკვდილს, წყალში დახრჩობას, თუ პირიქით, ადგილი ქონდა ბლაგვტრავმას და შესაბამისად განვითარდა დამდგარი შედეგი.

ყოველ შემთხვევაში, ვიზუალური კვლევის შედეგებთან ერთად, შესწავლილი იქნება ლაბორატორიული კვლევის შედეგები ჩვენი ცენტრის გამოცდილი ექსპერტისა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლის მიერ“,- განაცხადა ექსპერტმა.

მისივე განმარტებით, მთლიანობაში დაიდება დასკვა, რომელიც დაადგენს, რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.

„რა დაზიანებები ჰქონდა და იყო თუ არა დაზიანებები სიცოხლისდროინდელი, დადგინდება საკითხი დაზიანებების ხასიათის. შემდგომ დროის ეტაპზე ალბათ გამოძიება წარმოადგენს თავის ვერსიებს დაზიანებების მიღების შესაძლო ვერსიებზე, მოწმეების ჩვენებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ“,- განაცხადა ექსპერტმა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.