ექსკლუზივი | გადაწყდა - ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი პოლონეთში ითამაშებს
ექსკლუზივი | გადაწყდა - ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი პოლონეთში ითამაშებს

ეროვნული ლიგის 2018 წლის ფეხბურთელი და ბომბარდირი გიორგი გაბედავა პოლონეთში ითამაშებს. მან ზაგლებიეს „სოსნოვიეცთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა. ეს გაბედავამ ექსკლუზიურად პირველ არხს განუცხადა.

„რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ პოლონეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ზაგლებიეს „სოსნოვეცში“ მიწვევდნენ. ეს ყველაზე რეალური შემოთავაზება იყო – მათ კონტრაქტი გამომიგზავნეს. თუმცა, რამდენიმე დღე კიდევ ვიფიქრე და საბოლოოდ, დავთანხმდი. ხელშეკრულება წელიწადნახევარზეა გათვლილი“ – ამბობს გაბედავა პირველ არხთან.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრში გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოებაზე გიორგი გაბედავა „ეროვნული ლიგის“ ფეხბურთელად აღიარეს. ის ასევე ლიგის თანაბომბარდირი (ბუდუ ზივზივაძესთან ერთად) და კოტე მახარაძის სახელობის პრიზის პირველი მფლობელი გახდა.