ექს-ბარსელონელმა ქოჩორაშვილი „ლა ლიგის“ გუნდში მესამედ ათამაშა
ექს-ბარსელონელმა ქოჩორაშვილი „ლა ლიგის“ გუნდში მესამედ ათამაშა

გიორგი ქოჩორაშვილმა “ჟირონას” მთავარ გუნდში ისევ ითამაშა – “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილმა ბოლო კვირის განმავლობაში ლა ლიგელის შემადგენლობაში ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა.

ქართველი ნახევარმცველი ამჯერად “რეუს დეპორტივოსთან” წინააღმდეგ მოუხდა თამაში. 
ქოჩორაშვილს გუნდს 41-ე წუთზე წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ურუგვაელი კრისტიან სტუანი გააძევეს, “ჟირონა” უმცირესობაში დარჩა და 0:1 წააგო.

აღსანიშნავია, რომ და წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად 19 წლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. “ჟირონას” მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო საკრისტან მენა, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ენდობა, “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშეა, რომელმაც მწვრთნელად “ბარსელონაში” 9 წელი იმუშავა.

ჟირონა” ლა ლიგის სეზონს 17 აგვისტოს “ვალიადოლიდს” შეხვედრით იწყებს. შოთა არველაძისა და გიორგი დემეტრაძის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილი მესამე ქართველია, რომელიც ლა ლიიგაზე თამაშის პერსპექტივა გაუჩნდა.