ექიმის ინფორმაციით, გელოვანის გამზირზე დაშავებულებთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ექიმის ინფორმაციით, გელოვანის გამზირზე დაშავებულებთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ექიმის ინფორმაციით, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ზანდა გოდერძიშვილმა პირველ არხს განუცხადა, მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიის შედეგად შეყვანილ პაციენტებს ზედაპირული ტრავმები აქვთ გამოხატული.

„კლინიკაში 08:00 საათისკენ მივიღეთ ორი პაციენტი, ორი მამაკაცი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ ვლინდება. ერთ პაციენტთან გამოხატულია გულმკერდის და მუხლის ზედაპირული ტრავმა, ხოლო მეორესთან მენჯის ტრავმა“, – განაცხადა გოდერძიშვილმა.

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა, რომლის შედეგადაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.