თბილისში ავარიისას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა
თბილისში ავარიისას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დასუფთავების მანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც „თბილსერვისის“ ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე თანამშრომელი და მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.