ექიმის ინფორმაციით, მარჯანიშვილის მოედანზე ავარიისას დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმის ინფორმაციით, მარჯანიშვილის მოედანზე ავარიისას დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე ავარიისას დაშავებული 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო დაწესებულება „ამტელის“ ექიმის, ნეიროქირურგ ბესიკ წივწივაძის განცხადებით, დაშავებულს თავის ტვინის შერყევა აქვს.

„ბავშვთა გადაუდებელი ემერჯენსის განყოფილებაში მოყვანილია 13 წლის ბიჭი. ირკვევა, რომ მას დაეჯახა მანქანა და მოყვანილია როგორც ქალა ტვინის ტრავმის დიაგნოზით. შემოსვლისას გარეგნულად გამოხატული ჰქონდა თავის ტკივილი, მარცხენა გვერდის და ფეხის ტკივილი. ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, მუცლისა და შინაგანი ორგანოების ექოსკოპია. ამჟამად იმყოფება დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა ნეიროქირურგმა.

მისივე თქმით, დაშავებული ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე დაცვის პოლიციის ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.