ექიმის ინფორმაციით, ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია
ექიმის ინფორმაციით, ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა მარინა გელანტიამ განაცხადა.

მარინა გელანტიას განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, საბოლოო დიაგნოზის დასმამდე ბრალდებულის გაწერა არ იგეგმება.

„პაციენტის მდგომარეობა შემოსვლიდან მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მდგომარეობა არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როდესაც მედიკოსები დავრწმუნდებით, რომ  პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, უნდა გაეწეროს კლინიკიდან თუ დაყოვნდეს სტაციონარულ პირობებში“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.

ღუდუშაურის კლინიკაში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ღუდუშაურის კლინიკაში შეეფარდა.

ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესში ბრალდებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში შესვენება გამოცხადდა.