ექიმის ინფორმაციით, „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაყვანილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმის ინფორმაციით, „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაყვანილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

„ამტელ ჰოსპიტალში“ გადაყვანილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ პირველ არხს კლინიკის ექიმმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი ჰოსპიტალში დაახლოებით ორი საათის წინ მიიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, სამხედრო მოსამსახურეს გულმკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა.

ლაშა მაჭარაშვილის თქმით, პაციენტი კლინიკაში შესვლის დროს ფხიზელ მდგომარეობაში იყო და განაცხადა, რომ დაპირისპირება უცნობ პირებთან მოუხდა.

ბოლო ინფორმაციით, კოჯრის სამხედრო ნაწილში ხუთი ჯარისკაცი დაშავდა.

თავდაპირველად, თავდაცვის სამინისტროში 1Tv.ge-ს განუცხადეს, რომ კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს დაშავებული ოთხი სამხედრო მოსამსახურე იყო კლინიკაში გადაყვანილი.