ექიმი – უშგულში კოშკიდან ჩამოვარდნილ მამაკაცს ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება

21:17, 25.08.2018

უშგულში კოშკიდან ჩამოვარდნილ მამაკაცს ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება, – ამის შესახებ პირველ არხს ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა ლიკა ჯაჯანიძემ განუცხადა.

„პაციენტი უშგულიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. მამაკაცს კლინიკაში ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევა და კონსულტაციები. ამ ეტაპზე, მას ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება, სტაციონარის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობისთვის მოთავსდება“, – აცხადებს ექიმი.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში 19 წლის ახალგაზრდა კოშკიდან დღეს ჩამოვარდა.

მსგავსი