ექიმი მამუკა ბოკუჩავა - კახა კალაძე თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის ფონზე აღინიშნება დადებითი დინამიკა
ექიმი მამუკა ბოკუჩავა - კახა კალაძე თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის ფონზე აღინიშნება დადებითი დინამიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის დიაგნოზი, ვესტიბულოპათია მისი სპორტული წარსულითა და დღევანდელი დაძაბული სამუშაო რეჟიმით არის განპირობებული, – ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, ანგიოლოგმა, მამუკა ბოკუჩავამ განაცხადა.

„კახა კალაძის დღევანდელი სამუშაო დიაგნოზია ვესტიბულოპათია, რომელიც განპირობებულია მისი სპორტული წარსულით, ასევე, დღევანდელი დაძაბული სამუშაო რეჟიმით. იგი არ საჭიროებს არანაირ ქირურგიულ კორექციას“, – განაცხადა მამუკა ბოკუჩავამ.

გუშინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფება.