კახა კალაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს და დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას
კახა კალაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს და დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფება.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, დისტანციურად აგრძელებს მუშაობას.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე“, – წერს კახა კალაძე.