ექიმებმა დოდო გუგეშაშვილს საავადმყოფოს დატოვების ნებართვა მისცეს
ექიმებმა დოდო გუგეშაშვილს საავადმყოფოს დატოვების ნებართვა მისცეს

ექიმებმა დოდო გუგეშაშვილს კლინიკიდან გასვლის უფლება მისცეს. დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან რეანომობილით საკუთარი ძმის სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი შვილია დასვენებული.

შვილის გარდაცვალების შესახებ გუგეშაშვილს დღეს ახლობლებმა შეატყობინეს.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.