ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიჭრა, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს.

როგორც ექიმებმა განაცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პაციენტს ოპერაცია რამდენიმე ორგანოზე ჩაუტარდა და ამ დროისთვის ქირურგიული დეპარტამენტის ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება.

„პაციენტს გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა და აღენიშნებოდა ტრავმულ- ჰემორაგიული შოკი“, – განაცხადა ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა დავით ჯანაშიამ.

აბაშის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. შსს-ს ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ვინაობა უკვე ცნობილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.