აბაშაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს
აბაშაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

აბაშის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც 1Tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულია ასევე კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი, მას მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

დაჭრილი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ვინაობა უკვე ცნობილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.