ენტონი ფაუჩი - შესაძლოა, მოვითხოვოთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვა ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც მაგალითად წითელას შემთხვევაში
ენტონი ფაუჩი - შესაძლოა, მოვითხოვოთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვა ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც მაგალითად წითელას შემთხვევაში

ამერიკის შეერთებული შტატები ბავშვების ვაქცინაციას მიმდინარე წლის დასასრულს ან 2022 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

ამასთან, ფაუჩის თქმით, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს 8-12 თვის შემდეგ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება.

„თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, მოვითხოვთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვა ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც მაგალითად წითელას შემთხვევაში“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

მანამდე, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობაზე განცხადება გააკეთა კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმაც.