„ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი - პირველი აცრიდან 6-12 თვეში სავარაუდოდ „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა იქნება საჭირო
„ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი - პირველი აცრიდან 6-12 თვეში სავარაუდოდ „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა იქნება საჭირო

პირველი აცრიდან 6-12 თვეში სავარაუდოდ „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა იქნება საჭირო, – ამის შესახებ კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა.

„ფაიზერის“ დირექტორის თქმით, რეალური მონაცემებით, კომპანიის ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის სახიფათო ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს.

„დაცვა დროთა განმავლობაში იკლებს, მაგრამ ექვსი თვის განმავლობაში მაინც ძალიან მაღალია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ხშირად უნდა მოხდეს ეს, მაგრამ პირველი აცრიდან 6-დან 12 თვეში სავარაუდოდ „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა იქნება საჭირო. შემდეგ მოხდება ყოველწლიური ხელახალი ვაქცინაცია. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს. პანდემიებში, შენ ისევე დაცული ხარ, როგორც შენი მეზობელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა ატარებდეს მოქალაქეების ვაქცინაციას“, – განაცხადა „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.