ენტონი ბლინკენი - ვაგრძელებთ ისრაელთან თანამშრომლობას, რათა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზის სექტორისთვის
ენტონი ბლინკენი - ვაგრძელებთ ისრაელთან თანამშრომლობას, რათა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზის სექტორისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლუსალის სასახლეში კატარის ამირას, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა.

ბლინკენის ვიზიტის მთავარი მიზანი ღაზასა და ისრაელს შორის ომის გავრცელების თავიდან აცილება იყო. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ გავლენა „ძალადობის დაუსრულებელი ციკლის“ თავიდან ასაცილებლად.

„ძალიან ბევრი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის არ არის ხელმისაწვდომი საკვები, წყალი, მედიკამენტები, სხვა აუცილებელი მარაგები, ყველაზე მეტად – ბავშვებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ისრაელთან თანამშრომლობას, რათა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზის სექტორისთვის. ეს არის კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია, ადვილად მოახდინოს მეტასტაზირება და გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი დაუცველობა, კიდევ უფრო მეტი ტანჯვა. ასე რომ, პირველი დღიდან, სხვა პრიორიტეტებს შორის, ჩვენ ინტენსიურად ვიყავით კონცენტრირებულები კონფლიქტის გავრცელების პრევენციაზე და ამაზე არის ჩვენი მთავარი აქცენტი. მათ, ვინც ჯერ კიდევ მძევლად რჩებიან, მათ ახლობლებს, მათ ოჯახებს, გპირდებით: აშშ გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა დაგაბრუნოთ სახლში“, – განაცხადა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.

მანამდე ბლინკენი იორდანიაში იმყოფებოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე გეგმავს ვიზიტს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში.