ენტონი ბლინკენი და ემანუელ მაკრონი, უკრაინაში ომის ფონზე, აშშ-საფრანგეთის მტკიცე თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებაზე შეთანხმდნენ
ენტონი ბლინკენი და ემანუელ მაკრონი, უკრაინაში ომის ფონზე, აშშ-საფრანგეთის მტკიცე თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანი და საფრანგეთის პრეზიდენტი შეთანხმდნენ აშშ-საფრანგეთის მტკიცე თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მთავრობის არაპროვოცირებადი ომის ფონზე.

ენტონი ბლინკენმა და ემანუელ მაკრონმა განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად და დაადასტურეს მათი მზადყოფნა, მნიშვნელოვანი საფასური დააკისრონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის თანამოაზრეებს, ვიდრე ისინი აგრძელებენ მათ მიერ არჩეულ ომს უკრაინაში.

ბლინკენმა და მაკრონმა ასევე განიხილეს დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ძალადობის შემცირებისა და კრემლის ომის დასრულებისკენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნულია, რომ მხარეებმა ასევე ისაუბრეს ირანის საკითხზე და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თემაზე მჭიდრო კოორდინაციას და ძალისხმევას გააგრძელებენ.