ენტონი ბლინკენი - ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ახლობლებს
ენტონი ბლინკენი - ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ახლობლებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ახლობლებს.

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს მოსკოვში მომხდარ სასიკვდილო ტერაქტს. ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ საშინელი დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს. ვგმობთ ტერორიზმს ყველა მისი ფორმით და სოლიდარობით ვუცხადებთ რუს ხალხს ამ საშინელი მოვლენის შედეგად დაღუპულთა მწუხარებაში“, – აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ამ დროის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა. რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.