რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვსა და მის შემოგარენში, ქვეყნის ყველა რეგიონში დაწესებულია დამატებითი ზომები ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებებისთვის.

„ახლა მთავარია, არ მივცეთ საშუალება ამ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის უკან მდგომთ, ჩაიდინონ ახალი დანაშაულები. საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ დანაშაულის ყველა დეტალის დასადგენად, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ჩვენ არა მხოლოდ დეტალურად და ცინიკურად დაგეგმილი ტერაქტის, არამედ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ მომზადებული, ორგანიზებული მასობრივი მკვლელობის წინაშე ვდგავართ. დამნაშავეები ცივსისხლიანად და მიზანმიმართულად მიდიოდნენ ზუსტად იმისთვის, რომ დაეხოცათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, როგორც ეს ოდესღაც ნაცისტებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაწყვიტეს საჩვენებელი დასჯის მოწყობით“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ტერაქტის შემსრულებელი ოთხივე პირისთვის, წინასწარი მონაცემებით, უკრაინულ მხარესთან ერთად, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადაკსავეთად. მისივე თქმით, დაკავებულია 11 ადამიანი.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ამ დროის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.