„ენგურჰესზე“ სავარაუდოდ წყლის ერთ-ერთი მილი დაზიანდა
„ენგურჰესზე“ სავარაუდოდ წყლის ერთ-ერთი მილი დაზიანდა

„ენგურჰესზე“ მომხდარ დაზიანებას სპეციალისტები სწავლობენ. როგორც პირველ არხს სადგურის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა, პრობლემა ერთ-ერთი აგრეგატის ტურბინის წინ შეიქმნა.

მისივე ინფორმაციით, ადგილი დაიტბორა, შესაბამისად, წყლის ამოტუმბვა იქნება საჭირო.

ხუბუას ვარაუდით, დაზიანდა ერთ-ერთი მილი. შემთხვევის შედეგად თავად აგრეგატი არ დაზიანებულა. არ დაშავებულა სადგურის პერსონალი.

ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი ვერ აკონკრეტებს, რა ვადაში იქნება შესაძლებელი სადგურის ამუშავება.

ენგურჰესის დაზიანების გამო, თბილისსა და რეგიონებში ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები შეიქმნა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია, ხოლო რეგიონების ჩართვა ეტაპობრივად, სისტემაში არსებული რეზერვის და იმპორტის ხარჯზე ხორციელდება.