სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, რეგიონების ჩართვა ეტაპობრივად, სისტემაში არსებული რეზერვის და იმპორტის ხარჯზე ხორციელდება.

„დღეს, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

ამ დროისთვის თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია. რეგიონების ჩართვა ხორციელდება ეტაპობრივად, სისტემაში არსებული რეზერვის და იმპორტის ხარჯზე“,- აღნიშნულია სსე-ის განცხადებაში.

.