„ენგურჰესის“ თანამშრომელს, რომელსაც​ სწრაფი ტესტით კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჰქონდა, „პისიარ“ კვლევით „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
„ენგურჰესის“ თანამშრომელს, რომელსაც​ სწრაფი ტესტით კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჰქონდა, „პისიარ“ კვლევით „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

„ენგურჰესის“ თანამშრომელს, რომელსაც​ სწრაფი ტესტით კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჰქონდა, „პისიარ“ კვლევით „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერის, ნინო აკობიას ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცის „პისია“ კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

„ენგურჰესის“ თანამშრომელს დღეს რუხში სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება.

მამაკაცი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი