ენგურის ხიდზე არსებულ სამედიცინო პუნქტში ერთ-ერთი მამაკაცის სწრაფმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა
ენგურის ხიდზე არსებულ სამედიცინო პუნქტში ერთ-ერთი მამაკაცის სწრაფმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა

რუხში, ენგურის ხიდზე არსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტში 50 წლამდე ასაკის მამაკაცის სწრაფმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცი რუხის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას თქმით, მამაკაცს დღესვე გაუკეთდება „პისიარ“ კვლევა. მისი თქმით, მამაკაცი ენგურჰესის თანამშრომელია და დღეიდან მას ყოველ 72 საათში ერთხელ გაუკეთდება ტესტირება, 14 დღის განმავლობაში.