ენდრიუ კუომო ნიუ იორკის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა
ენდრიუ კუომო ნიუ იორკის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა

ენდრიუ კუომო ნიუ იორკის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, სრულად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გასულ კვირაში შტატის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კუომოს წინააღმდეგ, რამდენიმე ქალის სექსუალური შევიწროებისა და შტატის კანონმდებლობის დარღვევის საქმეზე, რასაც ენდრიუ კუომო უარყოფდა. თუმცა დღეს მან ბოდიში მოუხადა იმ ქალებს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა.

შტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, გუბერნატორს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და შტატის სენატორებმა.