ენდრიკი „რეალში“ დარჩა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ენდრიკი არ დატოვებს ამ ზაფხულს „რეალს“.
20 წლის თავდამსხმელი დარჩება მადრიდულ კლუბში და იბრძოლებს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. ასეთი გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს თავად ფეხბურთელმა, „რეალის“ ხელმძღვანელობამ და მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ.
ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს გამოთქვამდა რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის, „ასტონ ვილა“ და „რომა“.
გასული სეზონის მეორე ნაწილი ენდრიკმა იჯარით „ლიონში“ ითამაშა, სადაც 21 მატჩში რვა გოლი გაიტანა.