ენდი მარის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად მოურინიო სურდა
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარიმ „ტოტენჰემის“ ახალ მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მაურინიოზე ისაუბრა.
„პირველ სამ მატჩში ლონდონელებმა ცხრა ქულის მოპოვება შეძლეს. მე მომწონს მოურინიოს პრემიერლიგაში დაბრუნება. სიმართლე გითხრათ, ის ლიგას უფრო საინტერესოს ხდის. ვფიქრობ, პორტუგალიელი „არსენალსაც“ კარგად მოერგებოდა. მოურინიოს ნებისმიერი მატჩების, ტურნირების მოგება შეუძლია“, – ციტირებს მარის talkSPORT.