ენდი მარეიმ ნიუ იორკის „მასტერსის“ სპეციალური მიწვევა მიიღო

10:36, 04.08.2020

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ სპეციალური მიწვევა (wild card) მიიღო ნიუ იორკში „მასტერსის“ სერიის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) დაწერა.

ბრიტანელის გარდა, უაილდ-ქარდი ასევე მიიღეს ამერიკელებმა – ტომი პოლმა, ტენის სანდგრენმა და ფრენსის ტიაფომ.

„მასტერსი“ ნიუ იორკში 22-28 აგვისტოში გაიმართება. შარშან, ტურნირის ჩემპიონი რუსი დანიილ მედვედევი გახდა.

მსგავსი