მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ სპეციალური მიწვევა (wild card) მიიღო ნიუ იორკში „მასტერსის“ სერიის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) დაწერა.
ბრიტანელის გარდა, უაილდ-ქარდი ასევე მიიღეს ამერიკელებმა – ტომი პოლმა, ტენის სანდგრენმა და ფრენსის ტიაფომ.
„მასტერსი“ ნიუ იორკში 22-28 აგვისტოში გაიმართება. შარშან, ტურნირის ჩემპიონი რუსი დანიილ მედვედევი გახდა.