„ენბისი“ - ტრამპის ადმინისტრაცია ჰომოსექსუალიზმის გლობალური დეკრიმინალიზაციის კამპანიას იწყებს
ამერიკული ტელეკომპანია „ენბისის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ჰომოსექსუალიზმის გლობალური დეკრიმინალიზაციის კამპანიას იწყებს. როგორც თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრეს, ინიციატივა მიზნად ისახავს ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც სექსუალური ორიენტაცია კანონით ისჯება. მთავარი სამიზნე კი, ირანია, სადაც ახალგაზრდა გეი სიკვდილით დასაჯეს.
გლობალურ კამპანიას სათავეში ჩაუდგება გერმანიაში აშშ-ის ელჩი რიჩარდ გრენალი, რომელიც თავადაც გეია.
ინიციატივის პრეზენტაცია დღეს ბერლინში, გერმანიის საელჩოში გაიმართება, სადაც ლგბტ აქტივისტები მთელი ევროპიდან არიან მიწვეულები.
„შემაშფოთებელია, რომ XXI საუკუნეში 70 ქვეყენაში ლგბტ თემის წევრობა კრიმინალური დანაშაულია“, – განაცხადეს „ენბისი-სთან“ საუბარში კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
აშშ-ის ადმინისტრაციაში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მუშაობაში ჩაერთობა გაერო, ასევე ევროკავშირი, ეუთო და ის ქვეყნები, სადაც გეების უფლებები დაცულია.