ემრე ჩანი „იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდა

18:39, 21.06.2018

გერმანელი ნახევარმცველი ემრე ჩანი ტურინის „იუვენტუსს” შეუერთდა, ამის შესახებ იტალიის ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. 24 წლის ფეხბურთელმა “იუვენტუსთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ოფიციალურად ვაცხადებთ, ემრე ჩანმა კონტრაქტი გააფორმა “იუვენტუსთან”, – იტყობინება ტურინელთა „ტვიტერი”.

ჩანი ტურინში „ლივერპულიდან” გადადის. ინგლისურ კლუბში გერმანელი 2014-18 წლებში თამაშობდა და ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მსგავსი