ემილიანო მარტინესი – ბევრ რამეზე დაფიქრება გვმართებს, როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა და ხომ არ დადგა განზე გადგომის დრო #1TVSPORT

18:45, 21.07.2026

არგენტინის ნაკრების 33 წლის მეკარემ, ემილიანო მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წაგების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ასტონ ვილას“ ფეხბურთელმა აღიარა, რომ ეროვნული გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს.

„ვოცნებობდი, რომ მას ისევ მოვიგებდით, ვოცნებობდი მის არგენტინაში დაბრუნებასა და კიდევ ერთხელ ისტორიის დაწერაზე.

სიმართლე ისაა, რომ ამ ტკივილის ახსნა რთულია. ბევრ რამეზე დაფიქრება გვმართებს – როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა და ხომ არ დადგა განზე გადგომის დრო.

ძალიან ვწუხვარ. მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანასა და თანაგუნდელებს დავხმარებოდი“, – ამბობს მარტინესი.

ემილიანო მარტინესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, როდესაც არგენტინამ ისტორიაში მესამედ მოახერხა მუნდიალის მოგება.

მსგავსი