ემილ ფორსბერგი - საქართველოს აქტიურად უნდა ვეთამაშოთ #1TVSPORT
ემილ ფორსბერგი - საქართველოს აქტიურად უნდა ვეთამაშოთ #1TVSPORT

„საქართველოს ნაკრებზე ცოტას მეტყველებს ადგილი, რომელზეც ეს გუნდი იმყოფება“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა წერილი შვედურ გამოცემა „აფტონბლადეტში“, რომელიც 11 ნოემბერს ბათუმში გასამართ საქართველო-შვედეთის შეხვედრას მიეძღვნა.

„რაზე გავამახვილოთ ყურადღება წლევანდელი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო კვირის განმავლობაში? ესპანეთზე? სწორი პასუხია – საქართველოსთან მატჩზე. როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის ეროვნულ გუნდში დაბრუნდა, მაშინაც შვედეთი საქართველოსაც შეხვდა, მოლოდინი მატჩის დაწყებამდე კედლებშიც გაჟღერდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი 3 ქულით 1:0 და აბსოლუტურად უშინაარსო ფეხბურთით დასრულდა. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ამის გახსენებაც. მას შემდეგ შვედეთმა ცოტათი შეცვალა შემადგენლობა, გუნდი ჯგუფში გალიდერდა. მარტში საქართველოსთან მატჩმა აჩვენა, რომ მოგება ადვილი არავისთანაა.

ჯერ დაასრულეთ საქმე

– საქართველომ „სოლნა არენაზე“ ითამაშა 4-5-1 სქემით, თავისუფლად მოქმედებდა დაცვაში, ხოლო შვედეთი (ზლატანთან ერთად! დაფიქრდით!) იდგა და ელოდა, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდებოდა. ისინი თამაშობდნენ ჩვეულებრივ, დამდგარ ფეხბურთს, ალექსანდრე ისაკი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი კარგები მხოლოდ „ქაღალდზე“ იყვნენ, მაგრამ ერთად საერთოდ ვერაფერი აჩვენეს.

ხარისხი – ნული, ქულა – სამი

– ადვილია ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ ესპანეთთან სევილიაში ერთი ქულა საკმარისია, მაგრამ მთავარი ახლა ისაა, რომ შვედეთისთვის ხუთშაბათს ბათუმში გასამართი მატჩია მთავარი და შესაძლოა, საერთოდ აღარ ჰქონდეს მნიშვნელობა, რა მოხდება სევილიაში.

თქვენ უნდა შეავიწროვოთ საქართველო

– როდესაც ნაკრების დამკვირვებელმა, ლასე იაკობსონმა ისაუბრა ვილი სანიოლის (ხუთშაბათს დისკვალიფიცირებული იქნება) და მის ქართულ ნაკრებზე, ახსენა პოსტსაბჭოელთა სისწრაფეები, საშიში ნიკა კაჭარავა, რომელიც ლამის ორი მეტრი სიმაღლისაა, ასევე, კვარაცხელიაზე, ვისი გვარიც ნორმალურად ვერ წარმოთქვა და რომელსაც შეუძლია ცენტრში შეჭრა და კარზე დამუქრება. ვისაც ახსოვს გაზაფხულზე გამართული მატჩი, იცის, რომ საქართველო ისეთი გუნდია, რომელიც ცუდად გამოიყურება, თუ ბევრს იმოძრავებ და თამაშში ხელს შეუშლი, მაგრამ ძლიერი მეტოქეა, თუ ამას არ გააკეთებ. შვედეთს შეეძლო მაშინ წაეგო, მაგრამ ახლა არ უნდა წააგოს“, – წერს შვედური გამოცემა.

„ის მატჩი (საქართველოსთან შინ) რეალობის შემოწმება იყო. ჩვენ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ და მუდმივად უნდა ვიაქტიუროთ. საქართველოს ნაკრებზე ცოტას მეტყველებს ადგილი, რომელსაც ეს გუნდი ჯგუფში იკავებს. ესპანეთს, კოსოვოსა და საბერძნეთს საქართველოსთან პრობლემები ჰქონდათ“, – განაცხადა შვედეთის ნაკრებისა და „ლაიფციგის“ ლიდერმა, ემილ ფორსბერგმა.

„ნაკრების მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა ეს გამოწვევა იოლ დაბრკოლებად არ უნდა მიიღოს, მაგრამ გასაკვირია, რომ შვედეთმა მიაღწია ამ შესანიშნავ პოზიციას საკვალიფიკაციო ჯგუფში, სადაც რეალურად თანაბარი მატჩი ორჯერ ითამაშა – საქართველოსთან შინ და საბერძნეთთან – სტუმრად. შვედეთი ყოველთვის წარმატებული არაა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ გუნდი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია და მოთამაშეებიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ.

ახლა ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც სწავლობს

– თუმცა, ეს არ იქნება სასწავლო მატჩი. შემტევებს არ უნდა დასჭირდეთ შეხსენება, რომ იმოძრაონ, ნახევარმცველებმა პოზიციურად ითამაშონ და პრესკონფერენციას არ უნდა დაელოდონ. ისინი საქართველოზე ფიქრობენ. ამჯერად, მათ უბრალოდ უნდა აჩვენონ, რაც შეუძლიათ“, – ვკითხულობთ შვედური გამოცემის წერილში.