უნაი ემერის „ვილიარელის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, – იუწყება „მარკა“.
გამოცემის ინფორმაციით, ემერისა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია, მხოლოდ იურიდიული საკითხები დარჩა და მხარეები ხელშეკრულებას მალე გააფორმებენ.
უნაი ემერი სხვადასხვა დროს წვრთნიდა: „ალმერიას“, „ვალენსიას“, „სპარტაკს“, „სევილიას“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „არსენალს“.