ემანუელ მაკრონმა 24 აპრილი სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნულ დღედ გამოაცხადა
ემანუელ მაკრონმა 24 აპრილი სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნულ დღედ გამოაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა 24 აპრილი სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიურ სადილზე განაცხადა, რომ საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ოსმალეთის იმპერიაში სომეხ ერზე სასიკვდილო ნადირობა დაგმო.

ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობები საფრანგეთმა გენოციდად 2001 წელს აღიარა, 2016 წელს კი ამ სტატუსის უარყოფა უკანონოდ გამოაცხადა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ აცნობა თურქეთის პრეზიდენტს და დაამატა, რომ პარიზს ანკარასთან ღია დიალოგის შენარჩუნება სურს.