ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს სურს, ევროკავშირმა დაარეგულიროს უკრაინიდან ქათმისა და მარცვლეულის იმპორტი, ასევე გახადოს მეურნეობის ზოგიერთი წესი მოქნილი
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს სურს, ევროკავშირმა დაარეგულიროს უკრაინიდან ქათმისა და მარცვლეულის იმპორტი, ასევე გახადოს მეურნეობის ზოგიერთი წესი მოქნილი

ფრანგი ფერმერების პროტესტის პარალელურად, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთს სურს, ევროკავშირმა დაარეგულიროს უკრაინიდან ქათმისა და მარცვლეულის იმპორტი, ასევე გახადოს მეურნეობის ზოგიერთი წესი მოქნილი.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთს სურს, ჰქონდეს მკაფიო ზომები უკრაინიდან იმპორტთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოცულობით და ხარისხით ისეთი რამ გვაქვს, რაც დესტაბილიზაციას ახდენს ევროპულ ბაზარზე, იქნება ეს ქათამი თუ მარცვლეული“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა შვედეთში ვიზიტისას.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, ის განაგრძობს მუშაობას, რათა ფერმერების უფლებები დაცული იყოს.

საფრანგეთში ფერმერების აქციები გრძელდება. ამჯერად აქციის მონაწილეებმა საფრანგეთში გზები გადაკეტეს. ისინი მთავრობისგან დიზელის საწვავზე გადასახადების შემცირებას მოითხოვენ. სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეარბილოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა. კერძოდ, საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც ფერმერებს ავალდებულებს, დაუმუშავებელი დატოვოს კუთვნილი მიწის ოთხი პროცენტი, რათა ბიომრავალფეროვნება იყოს შენარჩუნებული.