ფრანგმა ფერმერებმა ქვეყნის რამდენიმე მაგისტრალი გადაკეტეს
ფრანგმა ფერმერებმა ქვეყნის რამდენიმე მაგისტრალი გადაკეტეს

ფრანგმა ფერმერებმა პარიზთან და საფრანგეთის სხვა ქალაქებთან მდებარე მაგისტრალები ტრაქტორებით გადაკეტეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამით ფერმერები ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ მთავრობაზე, რათა მთავრობამ ინფლაციის დასაძლევად მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს.

ფრანგი ფერმერები აცხადებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფერმერებზე არ ზრუნავს და სთხოვენ პრეზიდენტს, პასუხი გასცეს მათ. ფერმერების ნაწილს დროშები და ბანერები ჰქონდა დამაგრებული ტრაქტორებზე, რომლებზეც ეწერა: „გაბრაზებული ფერმერები“, „ძალიან ბევრი გადასახადია, ძალიან ბევრი წესია, საარსებოდ შემოსავალი არ გვაქვს“.

როგორც „როიტერი“ წერს, მაკრონი ამ საკითხის განხილვას ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გეგმავს.

ამასთან, საპროტესტო აქციები გაიმართა ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის ბელგიაში, გერმანიასა და პოლონეთში. ბელგიელმა ფერმერებმა გადაკეტეს მაგისტრალები ბელგიის სამხრეთ ნაწილში და გააჩერეს ტრაქტორები ევროპარლამენტთან, ბრიუსელში, სადაც ფერმერები ევროკავშირს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებდნენ.