ემანუელ მაკრონი - ვესაუბრე პიტერ მაგიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა, საფრანგეთი მიესალმება ევროკავშირის ღირებულებებისადმი უნგრელი ხალხის ერთგულებას
ემანუელ მაკრონი - ვესაუბრე პიტერ მაგიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა, საფრანგეთი მიესალმება ევროკავშირის ღირებულებებისადმი უნგრელი ხალხის ერთგულებას

პარტია „ტისას“ ლიდერს, პიტერ მაგიარს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამის შესახებ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ახლახან ვესაუბრე პიტერ მაგიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ – ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

ცნობისთვის, ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.