ემანუელ მაკრონი - თუ ბრექსიტი შეთანხმების გარეშე დაიწყო, წაგებული ლონდონი იქნება
ემანუელ მაკრონი - თუ ბრექსიტი შეთანხმების გარეშე დაიწყო, წაგებული ლონდონი იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა, წაგებული ლონდონი იქნება.

„პირველი ვარიანტი – დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე ტოვებს. ეს ყველასთვის საშიშია. მეორე სცენარით კი, რომელიც უფრო რეალისტურია, ლონდონი შეეცდება, ევროკავშირისგან მეტი დათმობა მიიღოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, გადავხედოთ შეთანხმებას და რამდენიმე პუნქტი შევცვალოთ, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან შესაძლებლობების მაქსიმუმი უკვე ამოვწურეთ. ჩვენ არ ვაპირებთ ევროპულ ღირებულებებზე უარი ვთქვათ და ბრიტანეთის შიდა პოლიტიკური პრობლემები მოვაგვაროთ” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის პროგნოზით, დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის პირობებზე შეთანხმებისთვის მეტ დროს მოითხოვს, რაც გაურკვევლობას გაზრდის.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა.