ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი წინააღმდეგია, რომ ლიბანი ახალი ღაზა გახდეს და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
საფრანგეთი წინააღმდეგია, რომ ლიბანი ახალი ღაზა გახდეს და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრიუდოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არ მიმაჩნია, რომ პირველი კომენტარები ისრაელიდან საბოლოოა. ასე რომ, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ მომდევნო საათებში, რათა დავარწმუნოთ ისრაელი, რომ შეწყვიტოს ცეცხლი 21 დღის განმავლობაში“, – აღნიშნა მაკრონმა მონრეალში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, აშშ და მისი მოკავშირე ათი ქვეყანა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე 21-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნები მზად არიან, სრულად დაუჭირონ მხარი ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას.