ემანუელ მაკრონი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილეზე ჩავა

19:53, 16.12.2019

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილეზე ჩავა. ინფორმაციას რუსეთში საფრანგეთის ელჩი სილვია ბერმანი ავრცელებს.

შეგახსნებთ, ხუთი წლის წინ ევროპელი ლიდერების უმეტესობამ მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჩასვლაზე უარი განაცხადა.

მსგავსი