ემანუელ მაკრონი – მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავ ძალებს, რომლებიც მობილიზებულნი იყვნენ რესპუბლიკის წესრიგის უზრუნველსაყოფად, რთული კონტექსტის მიუხედავად, სახელმწიფომ თავისი მისიები შეასრულა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მიმდინარე დემონსტრაციების დროს სახელმწიფომ თავისი მოვალეობები შეასრულა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მაკრონმა პოლიციას რთულ ვითარებაში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პარასკევს ის საშუალო სკოლის მოსწავლეთა პროფკავშირებს შეხვდა, რათა მათი „ლეგიტიმური მოლოდინები“ მოესმინა.
„მინდა, ყველას სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავ ძალებს, რომლებიც ამ კვირაში მობილიზებულნი იყვნენ ყველგან რესპუბლიკის წესრიგის უზრუნველსაყოფად. მათი წყალობით და რთული კონტექსტის მიუხედავად, სახელმწიფომ თავისი მისიები შეასრულა. პარასკევს შევხვდი საშუალო სკოლის მოსწავლეთა პროფკავშირებს და მოვისმინე ჩვენი ახალგაზრდების ლეგიტიმური მოლოდინები. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ხვალიდან გააგრძელებენ ამ დიალოგს და ძალიან კონკრეტულ პასუხებს გასცემენ მათ კითხვებს“, – წერს მაკრონი.