საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 18 ნოემბერს ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა ივნისში ინიცირებული ევროზონის რეფორმის გეგმა იქნება.
რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიამ დროულად უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა საფრანგეთის ინიციატივის შესრულებას.