ემანუელ მაკრონი გერმანიაში ანგელა მერკელს შეხვდება

23:37, 09.11.2018

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 18 ნოემბერს ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა ივნისში ინიცირებული ევროზონის რეფორმის გეგმა იქნება.

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიამ დროულად უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა საფრანგეთის ინიციატივის შესრულებას.

მსგავსი