ემანუელ მაკრონი - ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან საზღვრები ჩაკეტილი იქნება, ვიდრე შესაბამისი განცხადება არ გაკეთდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლის დროს მადლობა გადაუხადა ყველა იმ სექტორში დასაქმებულ ადამიანს, რომლებიც ამ პირობებში მუშაობას აგრძელებენ.
პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან საზღვრები ჩაკეტილი იქნება, ვიდრე შესაბამისი განცხადება არ გაკეთდება.
რესტორნები, ბარები, კინოთეატრები და სხვა საჯარო დაწესებულებები დახურული იქნება 11 მაისამდე, ფესტივალები კი ივლისამდე არ ჩატარდება.
ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს შეზღუდვები მას შემდეგაც შეეხებათ, რაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამარტივება დაიწყება.
მაკრონის თქმით, საფრანგეთში სკოლები და უნივერსიტეტები 11 მაისის შემდეგ გაიხსნება.
ყველა ადამიანი, ვისაც სიმპტომი გამოუვლინდება, 11 მაისის შემდეგაც ჩაიტარებს ტესტირებას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად იმუშავებს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად.