ემანუელ მაკრონი – „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყება უკვე შეგვიძლია

16:53, 11.06.2021

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიკრობლოგთვითერზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ლიდერები მრგვალ მაგიდასთან სხედან.

„როგორც ყოველთვის, იგივე კავშირი, იგივე მზადყოფნა მოქმედებისთვის, იგივე ენთუზიაზმი, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყება უკვე შეგვიძლია“, – წერს ემანუელ მაკრონი.

ფოტოზე, რომელიც ემანუელ მაკრონმა გამოაქვეყნა, მრგვალ მაგიდასთან სხედან საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 11-13 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

მსგავსი