ემანუელ მაკრონი - „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყება უკვე შეგვიძლია
ემანუელ მაკრონი - „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყება უკვე შეგვიძლია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიკრობლოგთვითერზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ლიდერები მრგვალ მაგიდასთან სხედან.

„როგორც ყოველთვის, იგივე კავშირი, იგივე მზადყოფნა მოქმედებისთვის, იგივე ენთუზიაზმი, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყება უკვე შეგვიძლია“, – წერს ემანუელ მაკრონი.

ფოტოზე, რომელიც ემანუელ მაკრონმა გამოაქვეყნა, მრგვალ მაგიდასთან სხედან საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 11-13 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება.