ემანუელ მაკრონი ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებს
ემანუელ მაკრონი ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კორონავირუსით ინფიცირებულ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ჩემი მხარდაჭერა ბორის ჯონსონს, მის ოჯახსა და ბრიტანელ ხალხს ამ რთულ დროს. ვუსურვებ მას, მალე გადალახოს ეს გამოცდა“, – წერს საფრანგეთის ლიდერი „ტვიტერში“.

ბორის ჯონსონმა საზოგადოებას ვირუსით ინფიცირების შესახებ 27 მარტს აცნობა. ის საავადმყოფოში 5 აპრილს, მდგომარეობის გართულების შემდეგ გადაიყვანეს. ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.