სლოვენიის პრემიერ-მინისტრი – ჩვენ მივიღეთ ევროკავშირი, რომელსაც სჭირდება, რომ საკუთარი თავისგან გადაირჩინოს თავი

18:19, 02.11.2026

სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სლოვენიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, „როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განვიხილავდით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რომელიმე წევრ სახელმწიფოში ან მთლიანად ევროკავშირში შესაძლებელი იქნებოდა შემდეგი ქმედებები ყოველგვარი შედეგების გარეშე:

1. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება (რუმინეთი);

2. ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლის (RTV) ეთერიდან საინფორმაციო გადაცემის მოხსნა (უნგრეთი);

3. პოლიციის შეყვანა საკონსტიტუციო სასამართლოში (პოლონეთი);

4. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე რეიტინგებში ლიდერი პარტიის ხელმძღვანელის დაპატიმრება (სლოვენია);

5. ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის პოლიციის მიერ დაკავება და მისი ხელმძღვანელობის შეცვლა (პოლონეთი);

6. ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამშრომელთა წმენდის განხორციელება (სლოვენია);

7. წინა მთავრობის წევრების ციხეში ჩასმა ისე, რომ თავის დაცვის შესაძლებლობაც არ მიეცათ (უნგრეთი);

8. თითქმის ერთი მილიონი არალეგალური მიგრანტისთვის მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მინიჭება (ესპანეთი);

9. ახალი ატომური ელექტროსადგურის დახურვა და რუსეთის მიმართულებით გაზსადენის მშენებლობა (გერმანია);

10. ნახშირბადზე დაფუძნებული ენერგორესურსების დაბეგვრა, პარალელურად ატომური ელექტროსადგურების დახურვა და მრეწველობის ისეთ ქვეყნებში გადატანა, სადაც გარემოსდაცვითი სტანდარტები დაბალია – იმ საბაბით, თითქოს ამ გზით პლანეტას ვუფრთხილდებით.

შედეგად, მივიღეთ ევროკავშირი, რომელსაც სჭირდება, საკუთარი თავისგან გადაირჩინოს თავი“, — წერს სლოვენიის პრემიერი სოციალურ ქსელში.

მსგავსი